Saturday, February 15, 2020

დედაპლატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
Acer-ის პერსონალური კომპიუტერის დედაპლატა. მასზე ნაჩვენებია დედაპლატაზე განთავსებული ძირითადი კომპონენტები. ეს მოდელი შეიქმნა Foxconn-ის მიერ, 2007 წელს, AMD-ს Athlon 64 პროცესორთან სამუშაოდ და არის ATX აგებულების ("ფორმ-ფაქტორი").
დედაპლატა ასევე დედადაფამთავარი დაფა ან სისტემური დაფა (ინგლ. Motherboard, Mainboard, System Board) — კომპიუტერის მთავარი სისტემური პლატა. მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მასზე განლაგებული ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირება

    აგებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    თანამედროვე დედაპლატებზე განლაგებულია:
    • სოკეტები (ან სლოტები), რაშიც მოთავსებულია პროცესორი
    • მეხსიერების მოდულის სლოტები
    • ჩიპსეტი, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ პროცესორის , მთავარ მეხსიერების და პერიფერიული მოწყობილობების სალტეებს
    • მუდმივი მეხსიერების მოდულები (თანამედროვე დედაპლატებში ძირითადად Flash ROM), რომელიც შეიცავს ჩაშენებულ სისტემურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან BIOS-ს
    • ტაქტური იმპულსების გენერატორი. რომელიც გამოიმუშავებს ელექტრულ იმპულსებს თანაბარი შუალედებით და უზრუნველყოფს პლატების სინქრონიზებულ მუშაობას
    • გაფართოების დაფების სლოტები
    • კვების კონექტორები
    • მყარი დისკების კონექტორები

    ფორმ-ფაქტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    დედაპლატის სხვადასხვა "ფორმ-ფაქტორები"
    დედაპლატის დიზაინები განსხვავებული ზომისა და ფორმისაა, რასაც კომპიუტერის " ფორმ-ფაქტორს" ეძახიან. ის ინდივიდუალურია და ძირითადად დამოკიდებულია მწარმოებელზე.
    არსებობს დედაპლატის ფორმ-ფაქტორების მრავალი ტიპი. მაგ.: ATATXBTXNLXLPXXTXmicroATXMini-ATXMicroBTXMini-ITXNano-ITXPico-ITX და ა.შ.

    კომპონენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ჩიპსეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩიპსეტები
    ჩიპსეტი არის მიკროსქემათა ნაკრები, რომელიც არეგულირებს პროცესორს, მეხსიერების მოდულებს, გაფართოების სლოტებსა და პერიფერიებს შორის ინფორმაციის მიმოსვლას. ჩიპსეტი თავისი ფუნქციური დატვირთვით ორი ტიპის გვაქვს: ჩრდილოეთის ჩიპსეტი(Northbridge) და სამხრეთის ჩიპსეტი(Southbridge). ჩრდილოეთის ჩიპსეტი წარმოადგენს მიკროსჩიპების მთავარ ერთობლიობას. ის წინა-მხრის სალტეთი უკავშირდება პროცესორის და უზრუნველყოფს მის დაკავშირებას მეხსიერებისა და ინტეგრირებული ვიდეოდაფის მოდულებთან. ის ასევე უკავშირდება სამხრეთ ჩიპსეტსსამხრეთ ჩიპსეტი აკავშირებს ყველა დანარჩენ პერიფერულ მოწყობილობას. მისი უშუალო კონტროლის ძირითადი ობიექტებია: შეტანა/გამოტანის პორტები, გაფართოების სლოტები, BIOS და CMOS ბატარეა.

    No comments:

    Post a Comment

    დედაპლატა მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია Jump to navigation Jump to search Acer -ის პერსონალური კომპიუტერის დედ...